გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა

გორის მერიის ინფორმაციით, გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული.

“შეჯიბრებები გარდა სპორტის 7 სახეობისა (ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი), გაიმართება მხიარულ სტარტებშიც.

მუნიციპალური ეტაპის შემდეგ, რომელიც დეკემბერში სრულდება, გაიმართება ზონალური შეჯიბრებები.

ფინალურ ეტაპზე ყველა სახეობასა და დისციპლინაში გამოვლინდებიან ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები.

ოლიმპიადა მომავალი წლის ზაფხულამდე გრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები