ბორჯომის მერია: დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

“პარკის მოწყობის სამუშაოები 10 500 კვ.მ. ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსდება კაფე და სხვა კომერციული ობიექტები. მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი. დამონტაჟდება ე.წ ,,მჟავე წყლის” ბიუვეტი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები