ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, ჩინეთი უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად საკუთარ ძალისხმევას არ დაიშურებს,- ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც უკრაინული მედია წერს, შეხვედრის დროს მხარეებმა უკრაინის ომზე აზრები გაცვალეს.
ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩინეთი სიტუაციის დეესკალაციის ხელშეწყობის ერთგული რჩება და მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევას დათმობს.
მისივე თქმით, ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებს ობიექტურ და სამართლიან პოზიციას უკრაინის კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით და პეკინის მიმართ ბრალდებებს – უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერაში, არანაირი საფუძველი არ აქვს.
„თუკი ვინმე ადანაშაულებს ჩინეთს, მას ფარული მოტივები აქვს“, – ამბობს ვან ი.