აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

როგორც მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან პატრიარქს საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი გადასცა.

„მქონდა ბედნიერება დღეს შევხვედროდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს.

დასალოცად ვეწვიე მის უწმინდესობას, გავაცანი ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და ამასთან საჩუქრად გადავეცი საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი.

მისმა უწმინდესობამ დამლოცა და წარმატებები მისურვა“, – წერს ლევან მგალობლიშვილი Facebook ის ოფიციალური გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები