გორის მერია მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს. ამის შესახებ გორის მერიაში აცხადებენ.

“მიმდინარე წელს, მერიის თანადაფინანსებით 14 ორგანიზაცია 19 პროექტის ფარგლებში 6 000 – მდე ბენეფიციარს სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფს.
გორის მერია არასამთავრობო სექტორთან „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს.
პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

პროექტების ბენეფიციარები არიან:

შშმ ბავშვები
შშმ პირები
ხანდაზმულები
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები
ვეტერანები
განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები
კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები

პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებებია:

შინმოვლა
სარეაბილიტაციო კურსები

საყოფაცხოვრებო მომსახურება
სამედიცინო მომსახურება
საკვებით უზრუნველყოფა
🔹 მედიკამენტებით უზრუნველყოფა
სასწავლო კურსები
პროექტების თანადაფინანსების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 485 400 ლარი გამოიყო”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები