თორნიკე რიჟვაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ქხეგუა დურუზს და სორაია მარტინესს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აჭარის რეგიონში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს.

“აღინიშნა 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შემოღების მნიშვნელობა, რაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს.

თავის მხრივ, მისიის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გააცნეს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები