„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტში მართავს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: დარაკოვას, ოზნის, კიზილქილისასა და აიაზმას მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე, მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

„შეხვედრებმა საინტერესოდ ჩაიარა. ადგილობრივებთან ვისაუბრეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდზე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ვიმსჯელეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და 26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე.
მიხარია, რომ ჩვენი და მოქალაქეების აზრი, ბევრ საკვანძო საკითხზე თანხვედრაშია,“ – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები