“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს ქობულეთის მოსახლეობასთან აგრძელებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი – გია ჭყონია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატ ცოტნე ანანიძესთან ერთად, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე, ციხისძირსა და კვირიკეში ე.წ. „ფაბრიკების დასახლებაში“ მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატმა მოსახლეობასთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები