არჩილ გორდულაძე – დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა

”ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილის, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში კანონდარღვევით შემოსვლის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

„წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი დამნაშავეები შემოდიან-ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, როგორც მაგალითად, კონკრეტულად ეს პიროვნება შემოვიდა 2016 წელს წინასაარჩევნოდ და შემდეგ გივი თარგამაძის აფეთქება სცადა, რაშიც მსჯავრდადებულია, 18 წელი აქვს მისჯილი. ახლა შემოვიდა, ისევ წინასაარჩევნოდ. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით შემობრძანებული გვახსოვს ჩვენ! ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები