“ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ” – ლევან მაჭავარიანი
„მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, როთთან შეხვედრას მმართველი გუნდიდან არავინ აპირებს.
“ჩამოდის, რომ შეხვდეს რადიკალურ „ენჯეოებს“ და ოპოზიციას. არაერთგზის განვაცხადეთ, რომ სანამ გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, იმ შეურაცხმყოფებთან დაკავშირებით, რაც მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, ქართველებს, ჩვენს ეკლესიას, მანამდე დღის წესრიგში ვერ დადგება მასთან ვერანაირი ტიპის შეხვედრა“, – განმარტა მაჭავარიანმა.