ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ოთხშაბათს, ენტონი ბლინკენი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბადრ აბდელატს შეხვდება და მასთან ეგვიპტე-აშშ-ის ურთიერთობებსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობებს განიხილავს.

„ენტონი ბლინკენი შეთანხმების მიღწევის მცდელობებს განიხილავს, რომელიც ყველა მძევლის გათავისუფლებას, პალესტინელი ხალხის ტანჯვის შემსუბუქებასა და ფართო რეგიონალური უსაფრთხოების დამყარებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ეს რეგიონში ენტონი ბლინკენის მეათე ვიზიტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები