ოდიშარია – როთზე: არ არის ის სასურველი სტუმარი, ვიდრე არ მოინანიებს ქართველი ხალხის წინაშე იმ შეურაცხყოფას, რაც მას მიაყენა

„არ არის ის სასურველი სტუმარი, ვიდრე არ მოინანიებს ქართველი ხალხის წინაშე იმ შეურაცხყოფას, რაც მას მიაყენა და მერეც, მიუღებელია მისი ასეთი უხეში ჩარევა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ იშლის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ საქართველოში მიხაელ როთის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

“ერთხელ იყო და სცენაზე აცოცდა მარგინალ „ენჯეოებთან“ და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და ახლა ოფის-ოფის დადის. რას ემსახურება ეს ყველაფერი? იმას, რომ გაამხნეოს ეს ჩაფუშული მარგინალური ოპოზიცია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები