“ზიზღისა და ბულინგის ენა რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისა და რადიკალური ენჯეოების აქტივისტებისგან მომდინარეობს” – ლევან მაჭავარიანი
“ზიზღისა და ბულინგის ენა რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისა და რადიკალური ენჯეოების აქტივისტებისგან მომდინარეობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
“არა მხოლოდ დეპუტატებსა და პოლიტიკოსებზე, არამედ შევხედოთ, სპორტსმენებზე როგორი ბულინგი მიმდინარეობს. ანუ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ჯდება მათ დღის წესრიგში და აქვს განსხვავებული აზრი, ისინი ამას ვერ იტანენ. ეს არის ფაშისტური მიდგომა. ბატონმა გივი მიქანაძემ ძალიან დეტალურად ჩაშალა ეს პრეზენტაციაში თავისი მაგალითებით, თარიღებით და არგუმენტებით”, – განმარტა მაჭავარიანმა.