“ოპოზიციამ კვლევები ჩაატარა და დაინახა მწარე რეალობა, რომ ქართველმა ხალხმა სწორად გამოიცნო, სინამდვილეში ვინ არიან ისინი” – ღუდუშაური

“ცხვრის ქურქში გახვეულმა მგლებმა დაინახეს, რომ ბარიერს ვერ გადალახავენ და სახის შენარჩუნების უსუსური მცდელობისთვის გამოიყვანეს ეს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

დეპუტატის თქმით, “ოპოზიციამ კვლევები ჩაატარა და დაინახა მწარე რეალობა, რომ ქართველმა ხალხმა სწორად გამოიცნო, სინამდვილეში ვინ არიან ისინი”.

“გახარიას და „ლელოდ“ წოდებულ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ანასხლეტებს დღეს უდგათ ბარიერის გადალახვის პრობლემა. ცხვრის ქურქში გახვეულმა მგლებმა დაინახეს, რომ ბარიერს ვერ გადალახავენ და სახის შენარჩუნების უსუსური მცდელობისთვის გამოიყვანეს ეს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და დღეს ცდილობენ ფანჯარა დატოვონ, რომ ეს პოლიტიკური ქორწინება როგორმე დააგვირგვინონ.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ამ ყველაფერს დავასრულებთ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები