“ვაშაძე ჰყვებოდა, 14 მილიარდი მზად არისო; ვაშაძე ხომ იცით, რომელია, ოგბუნჯუმ რომ აჯობა” – ზარქუა

“ვაშაძეები და „ჩახდილები“ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ხელისუფლებამ ქვეყანას მილიარდობით ევრო დააკარგვინა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მოლდოვა-უკრაინისთვის მილიარდიანი ფონდები გაიხსნაო. ჩვენც მოგვენიჭა და აბა, სად არის მილიარდიანი ფონდები? რატომ არ გაიხსნა? აფიორა იყო? “, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “მოატყუეს საზოგადოება და ახლა იმავეს აგრძელებენ, როცა ამბობენ, რომ 14-მილიარდიანი ფონდები გაიხსნებაო”.

“ჰგონიათ, რომ ამ სიგიჟეს ქართული საზოგადოება დაიჯერებს. ვაშაძე ჰყვებოდა, 14 მილიარდი მზად არისო, ვაშაძე ხომ იცით, რომელია, ოგბუნჯუმ რომ აჯობა. იმდენად არასწორია, საქართველოში ერთი წლის ჩამოსულმა კაცმა აჯობა. ამათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა? მათი ერთადერთი ამოცანაა, რევოლუცია მოახდინონ. ამისთვის აქვთ ის დაფინანსებაც“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები