“მიხაელ როთს არ შევხვდებით, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდის ეკლესიას, ქართველ ხალხს, საზოგადოებას” – ზარქუა

“მიხაელ როთს არ შევხვდებით, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდის ეკლესიას, ქართველ ხალხს, საზოგადოებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ზარქუამ განმარტა, როთს მმართველ გუნდთან საერთო არაფერი აქვს.

„ჩვენთან არ არის ჩამოსული – მისი ღირებულებებით და ტრადიციებით ალბათ გვარამიასთან, მელიასთან და „ჩახდილებთან“ არის ჩამოსული. ბუნებრივია, ჩვენ მას არ შევხვდებით, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდის ეკლესიას, ქართველ ხალხს, საზოგადოებას. მასთან რა საერთო გვაქვს? – ალბათ ამათთან ჩამოვიდა, რადგან მათთან საერთო ღირებულებები აქვს, რაც არის ლგბტ პროპაგანდა. ქართულ ტრადიციებთან როთისნაირ კაცებს თუ პოლიტიკოსებს საერთო არაფერი აქვთ. ასე რომ, მათ ოფისებში იაროს და გაერთობიან, მას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები