ირაკლი ღარიბაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: დღეს ეს ანტიევროპული, ანტი-დემოკრატიული ბოროტება ჩვენს ახალგაზრდობას ჰპირდება ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ როცა მათ არაფერი  გაუკეთებიათ ამისთვის ხელისუფლებაში ყოფნისას – ყველა მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

“2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების პირველივე დღიდან ჩვენს ქვეყანაში დამყარდა უპრეცედენტო 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა, ჩვენ არ გვქონია ომი და არ დაგვიკარგავს დამატებით ტერიტორიები! რა თქმა უნდა,  ეს არის ნამდვილი პატრიოტი და მებრძოლი კაცის, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება! ამიტომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, სანამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა! იქნება სტაბილურობა და განვითარება!  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილი, რადიკალურ ოპოზიციას ანტიევროპული, ანტი-დემოკრატიული ბოროტებას უწოდებას, რომელიც ახალგაზრდობას ჰპირდება ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ როცა მათ არაფერი  გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მანვე აღნიშნა რომ ყველა მიღწევა ევრო-ინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ომის გარდა გახსოვთ რა დრო იყო, შიში, ტერორი, უსამართლობა, ხალხის ჩაგვრა, მკვლელობები, პატიმრების წამება და გაუპატიურება, არც თავისუფალი მედია, არც სამართალი არ არსებობდა, ბიზნესის ტერორი მიმდინარეობა და იყო სრული განუკითხაობა  და მაინტერესებს, მაშინ რატომ არ ჩადიოდა ეკა გიგაური, ლომჯარია ან საბანაძე და სხვა აგენტები და რატომ არ ყვებოდნენ ხალხის ჩაგვრაზე ამერიკის კონგრესში, მაშინ რატომ არ იძახდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ დემოკრატიის უკუსვლა ხდებაო? დემოკრატიის არც ერთი ნიშანწყალი არ იყო ქვეყანაში და მაშინ ამ სისხლიან დიქტატორს დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ… ასეთი დამოკიდებულება ხომ არის შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის? ხალხმა კი იცის რომ ყველაზე ანტი-დემოკრატიული, ანტი-ჰუმანური კრიმინალების ბანდა მართავდა ჩვენს ქვეყანას.

დღეს ეს ანტიევროპული, ანტი-დემოკრატიული ბოროტება ჩვენს ახალგაზრდობას ჰპირდება ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ როცა მათ არაფერი  გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე და პირიქით ყველაფერს ანტი-ევროპულს და ანტი-დემოკრატიულს აკეთებდნენ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ამ დროს თქვენ იცით, რომ ყველა მიღწევა ევრო-ინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“, ჩვენი დამსახურებაა, იქნება ეს უვიზო რეჟიმი ევროპაში, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მშვიდობა, სტაბილურობა პროგრესი ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები