ახალგაზრდა ადვოკატები: ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა – ახალი გადაწყვეტილება საქმეზე: „TSULUKIDZE AND RUSULASHVILI v. Georgia“  

“ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა – ახალი გადაწყვეტილება საქმეზე: „TSULUKIDZE AND RUSULASHVILI v. Georgia“,  – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ახალგაზრდა ადვოკატები ავრცელებს.

“ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, საქმეზე: „CASE OF TSULUKIDZE AND RUSULASHVILI v. GEORGIA“ (Application no.44681/21) საქართველოს მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა (ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილი) დაადგინა, რითაც საქართველოს მთავრობას მომჩივანის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით, ასევე, გაწეული ხარჯების სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ევროსასამართლომ 4-წლიანი განხილვის შედეგად, საფუძვლიანად მიიჩნია საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ წულუკიძისა და ლევან რუსულაშვილის მოთხოვნები საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევაზე, რაც დაკავშირებული აღმოჩნდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან.

დავას სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცებისა და მიუკერძოებელი მოსამართლის როლის ამაღლებისთვისმოსამართლის საქმიდან აცილებისა და თვითაცილების ინსტიტუტის პრაქტიკული შედეგებისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. შესაბამისად, საქმეს სასამართლოს სისტემისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიული საზოგადოებისთვის, პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ავალდებულებს, განაახლოს საქმისწარმოება და ხელახლა იმსჯელოს მომჩივანთა მოთხოვნებზე  – განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და ევროსასამართლოში მომჩივანი მხარის წარმომადგენლები ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 2016 წელს, როგორც ზურაბ წულუკიძემ, ასევე ლევან რუსულავილმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დამსაქმებელი ორგანიზაცია – ს.ს. „თელასის“ მიმართ და მოითხოვეს რეორგანიზაციისა და გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ზურაბ წულუკიძე, დასაქმებული გახლდათ ს.ს. „თელასის“ იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სახდელების დადების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, ხოლო ლევან რუსულაშვილი ენერგოზედამხედველობის სამსახურის უფროსად. ორივე მხარესთან შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. როგორც ზურაბ წულუკიძე, ასევე ლევან რუსულაშვილი, სამსახურიდან დათხოვნილი იქნენ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ნიშნავს საწარმო დაწესებულებაში რეორგანიზაციის წარმოებას.

ზურაბ წულუკიძის შემთხვევაში, საქართველოს საერთო სასამართლოებში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ლევან რუსულაშვილის შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება, ს.ს. „თელასს“ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა.

ახალგაზრდა ადვოკატები“ და მხარის წარმომადგენლები, ყურადღებას დაუთმობს სწორედ იმ ეპიზოდზე, რომელიც საქმის ევროსასამართლოში წარდგენის საფუძველი გახდა.

ზურაბ წულუკიძის საქმე საქართველოს უზენაესს სასამართლოში განსახილველად გადაეცა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს (თავმჯდომარე, შემადგენლობა: მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე), ხოლო ლევან რუსულაშვილის საქმე განსახილველად გადაეცა მირანდა ერემაძეს (თავმჯდომარე, შემადგენლობა: ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე).

ზურაბ წულუკიძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგინა მოთხოვნა საქმიდან მოსამართლე ლევან მიქაბერიძის აცილების თაობაზე, ხოლო ლევან რუსულაშვილმა მოსამართლე მირანდა ერემაძის საქმიდან აცილების თაობაზე.

მხარეები აღნიშნავდნენ, რომ როგორც ლევან მიქაბერიძის, ასევე მირანდა ერემაძის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდიოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უმთავრესს პრინციპთან.

ზურაბ წულუკიძეს მიუთითებდა, რომ მოსამართლე ლევან მიქაბერიძის თანაშემწე გახლდათ მოწინააღმდეგე მხარის.. „თელასისწარმომადგენლისა და იმავდროულად, იურიდიული სამსახურის უფროსის დ. დ. შვილიგ. დ., რომელიც საქმის წარმოებაში ჩართული იყო უშუალოდ, აღნიშნული კი, მოსამართლის მხრიდან საქმის სამართლიანი და ობიექტურად განხილვის მიუკერძოებლობაში ეჭვს იწვევდა, ხოლო ლევან რუსულაშვილის მხრიდან მოსამართლე მირანდა ერემაძის აცილების მოთხოვნა დასაბუთებული იქნა, რომ იგი იმ შემადგენლობის წევრი იყო, რომლის მოსამართლის თანაშემწეც მოპასუხე დაწესებულების იურიდიული სამსახურის უფროსის შვილი გახლდათ. ასევე, მოსამართლეები იცნობდნენ იურიდიული სამსახურის უფროსს.

ამ რეალობის საპირისპიროდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენლის შვილი მოსამართლე ლევან მიქაბერიძის თანაშემწეა, ავტომატურ რეჟიმში მოსამართლის აცილების საფუძველს არ წარმოადგენს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არ დასტურდება თანაშემწის ფაქტორის ზეგავლენა მოსამართლის ქცევაზე. შესაბამისად, მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის საკმარისი მოსამართლის მიკერძოებულად მიჩნევისთვის (სტილი დაცულია).

ამასთან, მხარეების კიდევ ერთი შუამდგომლობა საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილების თაობაზე ეყრდნობოდა შემდეგ დასაბუთებას, რომსაქმის განმხილველი შემადგენლობის წევრებსმოსამართლეებს: ვლადიმერ კაკაბაძესა და მირანდა ერემაძეს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთანდ. დ-ან ნაცნობობა აკავშირებთ. ამასთან, ამ უკანასკნელის შვილიგ. დ. საქმის განმხილველი შემადგენლობის წევრისმოსამართლე ლევან მიქაბერიძის თანაშემწეა. ზემოაღნიშნული გარემოება იწვევდა შიშს, რომ საქმის განმხილველი სრული შემადგენლობა იქნებოდა მიკერძოებული. შესაბამისად, მათ სსსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება არ ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში“ (სტილი დაცულია), არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯელობის საპირწონედ აღნიშნა, რომ კასატორის მითითება, რომ საქმის განმხილველი ორი მოსამართლე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ნაცნობები არიან, მისი ვარაუდია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, ამის არსებობაც, არ შეიძლება უპირობოდ, მოსამართლეთა აცილების საფუძველი გახდეს, ვინაიდან ნაცნობობის ფაქტი არ ქმნის იმის საფუძველს, რომ სწორედ სასამართლოს მიერ განსახილველი დავითა და მისი შედეგით არიან დაინტერესებულნი მოსამართლეები (სტილი დაცულია).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ვინაიდან სახეზეა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, მომჩივანის წარმომადგენლები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეტაპზე, ზურაბ წულუკიძისა და ლევან რუსულაშვილის საქმეების გადახედვას და ზეპირი მოსმენით მათ განხილვას მოითხოვენ.

ცნობისთვის: ლევან რუსულაშვილის საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ევროსასამართლოში ადვოკატმა სერგო მახარაძემ უზრუნველყო, ხოლო ზურაბ წულუკიძის საქმეზე ახალგაზრდა ადვოკატებისგუნდი ევროსასამართლოს ეტაპზე 2021 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. ზურაბ წულუკიძის ინტერესები არჩილ კაიკაციშვილმა (ორგანიზაციის ხელმძღვანელი), ლიზა ზუხბაიამ და კალენიკე ურიდიამ (ორგანიზაციის იურისტები ევროსასამართლოსთან კომუნიკაციის ეტაპზე) წარმოადგინეს.

ევროსასამართლომ გადაწყვეტილება 2024 წლის 29 აგვისტოს მიიღო”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები