ტრამპი: ისრაელი ღაზაში 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
„ისრაელი ღაზაში 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა,“- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემს წარმომადგენლებს დღეს ისრაელთან ღაზის შესახებ ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ. ისრაელი დათანხმდა საჭირო პირობას 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რა დროსაც ჩვენ ყველა მხარესთან ომის დასრულებაზე ვიმუშავებთ“, – დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, კატარი და ეგვიპტე საბოლოო წინადადებას წარადგენენ. ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ახალ პირობებს დაჯგუფება „ჰამასიც“ დათანხმდება.