ირაკლი ზარქუა: ეკა ტყეშელაშვილი თქვენ ვინ გგონიათ? სააკაშვილის მწვალებელთა პარტიის მაღალჩინოსანი იყო

“ეკა ტყეშელაშვილი თქვენ ვინ გგონიათ? – სააკაშვილის მწვალებელთა პარტიის მაღალჩინოსანი იყო”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თემაზე ბერლინში გამართულ ფორუმს, რომელშიც „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ეკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდნენ.

„მგონი, არ დარჩა არც ერთი უწყება, სადაც ეს ქალბატონი არ იყო ხელმძღვანელი. ახლა მოვიკითხე, სად არის-მეთქი და აბა თუ გამოიცნობთ? უკრაინაში, ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობს თურმე, USAID-ის მიმართულებით. Pink Floyd-ის ერთ-ერთმა წევრმა (როჯერ უოტერსი) თქვა – იმ კაცამდეც კი დავიდა, პოლიტიკაში არ არის საერთოდ, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოაო“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები