რა წერია ევროსაბჭოს მონიტორინგის ანგარიშში

ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი, რა წერია ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, ცნობილი ხვალ უნდა გახდეს. ანგარიშში შესწორებები საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის მოთხოვნით შევიდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ ტექსტში აქცენტი ქვეყენაში არსებულ პოლიტიკურ დევნაზეა გაკეთებული და ამ კონტექსტში ევროსაბჭო ახალაიასთვის აღკვეთი ღონისძიების არასაპატიმროთი ჩანაცვლების რეკომანდაციითაც გამოდის. მიხეილ სააკააშვილთან დაკავშირებით კი მიმდინარე საქმის უფრო მეტად გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მიუთითებენ. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნით ტექსტიდან ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ამოღებულია, რადგან მსაგავსი ფორმულირება სასამრთლო პროცესზე გარეშე მხრიდან ზეწოლის ტოლფასი იქნებოდა, თუმცა დოკუმენტში ახალაიასა და ყოფილი პრეიზდენტის გვარები მაინც ფიგურირებს.
„მთლიანობაში რეპორტი დაწერილი არის კარგად და ობიექტურად, თუმცა რაღაცების შესწორება იქ შეიძლება და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, ისე როგორც დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია იმუშავებს, რომ გაამკაცროს ტონი“,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში არსებული ვითარება ხვალ ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები