ბექა ოდიშარია: ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ზონდერ-გამოხტომა, რაც ახასიათებს და რაც ბუნებაა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“

“ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ზონდერ-გამოხტომა, რაც ახასიათებს და რაც ბუნებაა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, სადაც პარტიის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა დიმიტრი კვანტალიანმა „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა.

„ჩვენ ამას ცივილიზებულად მივუდგებით, კანონისმიერად, მათ შორის, ავსახავთ ჩვენს რეპორტებში და გადავუგზავნით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, ჩვენს პარტნიორებს და დავაკვირდებით, მათ რეაგირება ექნებათ თუ არა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები