ლაშა ტალახაძე: მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის წინ მიიწევდეს

ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

„ჩემს თავს ნამდვილად ვხედავ პოლიტიკაში, მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ყველაფერს ჩვენგანი გავაკეთებთ იმისთვის, საქართველო ყოველთვის მიიწევდეს წინ – ეს არის ჩემი მთავარი გეგმა“, – აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები