თინათინ ნიბლოშვილი: ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც ვერ მიიზიდა და ერთმანეთის პარტიაში გადადიან და გადმოდიან
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ წამოწყებულ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ადამიანებს აქტიურად აბულინგებენ, ამჯერად ბულინგის ახალი ტალღა „ქართული ოცნების“ სიის ახალ წევრებს შეეხო.
„ბულინგი და სიძულვილის ენა იმ სპორტსმენებზე გადაიტანეს, რომელთა მსგავსი და ფასი საქმეც ჩვენი ქვეყნისთვის მთელ ოპოზიციას, ერთად აღებული, არ გაუკეთებია. მათი საარჩევნო კამპანია ბულინგზე და სიძულვილის ენაზეა აგებული. ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც კი ვერ მიიზიდა, ერთმანეთის პარტიებში გადადიან და გადმოდიან. ერთსა და იმავე ადამიანებს ვხედავთ სხვადასხვა გაერთიანებისა და სახელის ქვეშ. და ეს ხალხი, ერთადაც და ცალ-ცალკეც, არის დამარცხებული 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე. 26 ოქტომბერს ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს, და ეს არჩევანი იქნება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.