ლევან არველაძე: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი წარსულსა და მომავალს შორის, ქაოსსა და განვითარებას შორის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ქაოსსა და განვითარებას შორის.

„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი წარსულსა და მომავალს შორის, ქაოსსა და განვითარებას შორის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩვენი გუნდი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დიდ გამარჯვებას მოიპოვებს, პარლამენტში ექნება მყარი უმრავლესობა და გააგრძელებს იმ სწორ, მშვიდობის პოლიტიკას, რომელიც მართლაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლევან არველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები