გორში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ხუთ უსახლკარო ოჯახს ხის კოტეჯი გადაეცემა
2024 წელს გორის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხის კოტეჯი ხუთ უსახლკარო ოჯახს გადაეცემა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
გორის მერია ხუთივე ოჯახს კოტეჯს საკუთარ ფართში უშენებს.
კოტეჯების მოწყობის სამუშაოები ქვეშში, ბროწლეთში, ფლავში, ბერბუკში და მეჯვრისხევში მიმდინარეობს.
ოჯახები კომისიის მიერ შეირჩა.
კოტეჯების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 283 070 ლარი გამოყო
ხის საცხოვრებელი კოტეჯები უზრუნველყოფილია თბოიზოლაციისა და ელექტროენერგიის სისტემებით.