ლევან მაჭავარიანი: ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა
,,ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ბატონი რიში, ისევე როგორც კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი და ფოტიგა ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივზე “იჯდნენ” და მათ მესიჯბოქსს აჟღერებდნენ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.
,,თუმცა 100%-ით ვეთანხმები, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკას ყველა ვიგინდარა მოსცილდება და როგორც დავაანონსეთ, არჩევნების შემდეგ მათი გასამართლების პროცესი დაიწყება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს, რომელშიც მონაწილეობა სენატორმა ჯიმ რიშმაც მიიღო. მან საპარლამენტო არჩევნების მოლოდინებზე ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.