მაკა ბოჭორიშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: ევროკავშირის ხარჯზე ცდილობენ დაპირებები მისცენ საქართველოს და ასეთი ბინძური ფორმებით აქციონ ევროკავშირი წინასაარჩევნო ბრძოლის ინსტრუმენტად
მმართველი გუნდის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„როდესაც, მათ არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა და უნარი საკუთარი დაპირებები გასცენ, ევროკავშირის ფულის ხარჯზე ცდილობენ დაპირებები მისცენ საქართველოს და ასეთი ბინძური ფორმებით აქციონ ევროკავშირი წინასაარჩევნო ბრძოლის ინსტრუმენტად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დღეს ბლოკავს 14 მილიარდს, რომელიც საქართველომ ევროპული ფონდებიდან უნდა მიიღოს და ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს. “ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ 14 მილიარდს მოვიტანთ საქართველოში”,- აღნიშნა ვაშაძემ.