ვოლოდიმირ ზელენსკი : რუსეთმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყო
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყეს. მოვლენები უკრაინული გეგმის მიხედვით ვითარდება,- ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მანამდე, რუსების კონტრშეტევის დაწყების შესახებ მხოლოდ არაოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღადგინა კონტროლი ათ დასახლებულ პუნქტზე, რომლებიც ადრე უკრაინის არმიამ დაიკავა.