გია ვოლსკი: ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია „ქართული ოცნების“ პროგრამაში

“ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენს პროგრამაში”, – ასე პასუხობს მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი კითხვას, თუ რატომ მოხვდნენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში სპორტსმენები, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სპორტსმენები არიან ადამიანები, რომელთაც იციან, რა სჭირდებათ ახალგაზრდებს.

„ჩვენი ოპონენტები შეეცდებიან, რომ ამ თემას აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია შესძინონ. საქართველოს სპორტი არ სჭირდება და კულტურა არ სჭირდება? თუ ეს დარგი უკვე იმდენად განვითარებულია, რომ არაფერი აღარ სჭირდება, რომ აღარ არის საჭირო არც სპორტსმენი, არც გამოჩენილი ადამიანი, თავის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების გამომხატველი? სპორტსმენებთან დაკავშირებით არის წარმოდგენა, რომ თითქოს, მან მარტო სპორტი იცის ან მარტო სიმძიმის აწევა, ჭიდაობა თუ ფეხბურთი. აქ იმ ადამიანებზეა ლაპარაკი, რომელთაც იციან, რა სჭირდება ახალგაზრდობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები