“მინიმუმ სამართლებრივი დარღვევაა, როდესაც ოპონენტის ბანერს ხევ და ხარ დაკავებული ვანდალიზმით” – კირცხალია

“მინიმუმ სამართლებრივი დარღვევაა, როდესაც მიდიხარ და სხვის ბანერებს, შენი ოპონენტის, მოწინააღმდეგე ძალის ბანერს ხევ და ხარ დაკავებული ვანდალიზმით”, – ამის შესახებ  „დღის ქრონიკაში“  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

“რაც  უნდა ნიღბონ ეს ყველაფერი, რომ ეს იყო უბრალო ბავშვების ემოციების ფონი, არა მეგობრებო, ეს იყო სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეცადინეობის ფონი, როგორც ამეცადინებენ თავიანთ აქტივისტებს. ეს არის სამართლებრივი დარღვევა და მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც ოპერირებენ ქვეყანაში და რომლებიც იწყებენ ოპერირებას, რომ ნათლად და ობიექტურად შეაფასონ არა მხოლოდ ეს, არამედ ბევრი სხვა ფაქტი“,- აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები