ირაკლი კირცხალია: როდესაც ჯერ შენს ქვეყანაში ჯარის ნაძარცვი ფულით და შემდეგ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდები და პოლიტიკაში „მოძრაობ“, შორს ვერ წახვალ
“როდესაც ჯერ შენს ქვეყანაში ჯარის ნაძარცვი ფულით და შემდეგ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდები, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი და პოლიტიკაში „მოძრაობ“, შორს ვერ წახვალ ნამდვილად”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„პირდაპირი განცხადებები აქვს კეზერაშვილს, რომ აქ პარტიებს აფინანსებს, შემდეგ მოვისმინეთ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნაწილისგან, რომ იცავდნენ კეზერაშვილს. რა თქმა უნდა დაიცავენ კეზერაშვილს და მის თანხებსაც, რადგან ამ თანხით სულდგმულობენ. როდესაც ჯერ შენს ქვეყანაში ჯარის ნაძარცვი ფულით და შემდეგ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდები, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი, და პოლიტიკაში „მოძრაობ“, შორს ვერ წახვალ ნამდვილად“, – აღნიშნა კირცხალიამ.