“მთელი საპარლამენტო სია, რომელიც თვის ბოლოს გამოქვეყნდება, დაკომპლექტებული იქნება იმ ღირსეული ადამიანებით, რომლებიც დღევანდელ დღემდე მოვედით” – კირცხალია
„ზოგადად, მთელი საპარლამენტო სია, რომელიც თვის ბოლოს გამოქვეყნდება, დაკომპლექტებული იქნება იმ ღირსეული ადამიანებით, რომლებიც დღევანდელ დღემდე მოვედით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან ის ღირსეული სახეები, ის ღირსეული ქართველები, რომლებიც რეალურად ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაზე, რომლებიც არიან თავიანთი ქვეყნის პატრიოტები, რომლებსაც თავისი ქვეყნისთვის აგური-აგურზე დაუდიათ.
ზოგადად, მთელი საპარლამენტო სია, რომელიც თვის ბოლოს გამოქვეყნდება, დაკომპლექტებული იქნება იმ ღირსეული ადამიანებით, რომლებიც დღევანდელ დღემდე მოვედით და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ახალი წევრი, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდება დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარული და ქვეყანაზე ზრუნვა“, – აღნიშნა კირცხალიამ.