თეა ახვლედიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან.

მხარეებმა განიხილეს გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის მიმდინარეობა და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, დასახეს შემდგომი ერთობლივი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები