„ოლიმპიური თამაშები გამიგია, პარაოლიმპიურიც გამიგია. ვერ ვიგებ “ფსიქოლიმპიურ” თამაშებს, რითაც საარჩევნო კამპანიის მაგივრად, დაკავებული არიან ჩვენს პოლიტიკურ ფსკერზე მცოცავი წურბლები. „ქართული ოცნების” პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ხევენ გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მმართველი პარტიის პლაკატებს.
გვეგონა გავიარეთ ჩვენი გარდაცვლილი შვილებით ბინძურ მანიპულირებას, მცირეწლოვანი ბავშვების სასკოლო ბულინგს ნაც-მასწავლებლების მიერ, სახლებთან “დაპადიეზდებას”, მარკეტებში თავდასხმებს, სოციალურ ქსელებში გინება/შეურაცხყოფას. მოჩვენებითი ძალისხმევის ფარგლებში მაინც ამაოდ ველოდებოდით ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო/პროგრამულ პაექრობას ხელისუფლებასთან. მაგრამ, “მამალი ვირი და მაკეე?”.
პლაკატების დახევით, თუ საკუთარი აგენტოკრატების აღშფოთებული შეშფოთებებით ამ ხალხის, მათთვის ამოუცნობი ქართველების ან დაშინება, ან დამარცხება რომ შეიძლებოდეს – ამ ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს შენობა/ნაგებობად არა ბოლნისის სიონი ან ანჩისხატი, არამედ კახეთის გზატკეცილზე ნაცების ოფისი იქნებოდა. ასეთ ქვეყანას არც დიდგორი ეხსომებოდა, არამედ მხოლოდ ოქრუაშვილის ლაშქრობა ცხინვალზე 2004 წლის ზაფხულს. თქვენ პლაკატები დახიეთ – ჩვენ კი თქვენ დაგხევთ 26 ოქტომბერს. პოლიტიკურად რა თქმა უნდა. ფიზიკურად – ჰიგიენური ზიზღის გამო არც კი გაგეკარებით,” – წერს დავით ქართველიშვილი.