“ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება” – პაპუაშვილი

“ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება, სამწუხაროდ, დავინახეთ ბოლო პერიოდში, რომ ის, რაც ჩვენ გვეგონა გვერდში დგომა, სინამდვილეში ყოფილა დამადლებული დახმარება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“შეიქმნება სახელმწიფო ფონდი, რომელიც დააფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. დღემდე არ არსებობდა არანაირი აღრიცხვა, რეესტრი, რა თანხები ტრიალებს ამ სექტორში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რა თანხებიც მიემართება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სხვადასხვა ჯგუფების ხელშეწყობა, ამაზე მეტი თანხა გაიღება სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის, რაც ითქვა და ზუსტად ამისკენ ვართ ჩვენ მოწოდებული. ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება, დავინახეთ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, ის რაც ჩვენ გვეგონა გვერდში დგომა, სინამდვილეში ყოფილა დამადლებული დახმარება. ქართველ ხალხს არაფერი აქვს არავისგან დასამადლებელი. ამიტომ, ქართველ ხალხს თავად შეუძლია, იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე, მათ შორის ყველა ეს მიმართულება ჩვენი ბიუჯეტის მეშვეობით დაფინანსდეს”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები