შალვა პაპუაშვილი: რაც ხაზარაძე, ის ქველმოქმედება – თაღლითისგან კეთილ საქმეს არ მგონია ვინმე უნდა მოელოდოს

ხაზარაძე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან მილიარდ-ნახევარი დოლარის ამოცლას ცდილობდა საერთაშორისო არბიტრაჟზე, ახლა 2-3 ათას დოლარს თუ დახარჯავს ასაწყობ აუზში, ესეც კომპენსაციაა ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც ხაზარაძე, ის ქველმოქმედება. თაღლითისგან კეთილ საქმეს არ მგონია ვინმე უნდა მოელოდოს. ჩვენ რაც ვნახეთ აბსოლუტური აბსურდია, თუმცა, რახან აკეთებს, გააკეთოს. ადამიანი, რომელმაც 17 მილიონი „თიბისი ბანკიდან“ გააქრო თაღლითურად, ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან მილიარდ-ნახევარი დოლარის ამოცლას ცდილობდა საერთაშორისო არბიტრაჟზე, ახლა 2-3 ათასს დოლარს თუ დახარჯავს ასაწყობ აუზში, ესეც კომპენსაციაა ქართველი ხალხისთვის.

საქართველოს ბიუჯეტი და ქართველი ხალხი, ჯერ კიდევ ველოდებით 600 000 დოლარის ჩარიცხვას ხაზარაძისგან, რომელიც მას საერთაშორისო არბიტრაჟმა დააკისრა. ქართველ ხალხს ეს ფული სჭირდება“,- განაცხადა პაპუაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები