შალვა პაპუაშვილი: ევროპელ კოლეგებთან გვექნება საუბარი, რომ გვინდა ჩვენი ტრადიციებით, მორალით გავაგრძელოთ ქვეყნის შენება

“ჩვენ გვექნება ევროპელ კოლეგებთან საუბარი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, მორალი, შეხედულებები და გვინდა, რომ ჩვენი ტრადიციებით, მორალითა და ეთიკით გავაგრძელოთ ამ ქვეყნის შენება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არავის უფლების შელახვას ქართული სახელმწიფო არასდროს დაუშვებს.

„საუბარია იმაზე, რომ არასრულწლოვნებისთვის ერთნაირსქესიანთა ურთიერთობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და ამის სასწავლო პროგრამაში შეტანა არის ნორმალური და გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ჩვენთვის კი ეს ნორმალური არ არის. ამიტომ ჩვენ ამაზე გვექნება ევროპელ კოლეგებთან საუბარი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, მორალი, შეხედულებები და გვინდა, რომ ჩვენი ტრადიციებით, მორალითა და ეთიკით გავაგრძელოთ ამ ქვეყნის შენება, არავის უფლების შელახვას ქართული სახელმწიფო არასდროს დაუშვებს. საუბარია იმაზე, რომ იყოს გარკვეული ზღვარი უფლებებსა და პროპაგანდას შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები