არჩილ გორდულაძე – „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატების დახევაზე: ყველას მოვუწოდებ, რომ კანონის დარღვევებისგან თავი შეიკავონ
“არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც „ქართული ოცნების“ პლაკატებს „ახალის“ წევრები ხევენ და ამ ყველაფერს დემონსტრაციულად აკეთებენ, იღებენ და აპიარებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძე ყველას, კანონის დარღვევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„თუ წარსულში, სხვადასხვა არჩევნების დროს ამ ყველაფერს აკეთებდნენ ღამით და ჩუმად, ახლა ამ ყველაფერს აკეთებენ საჯაროდ, იღებენ და სოციალურ ქსელებშიც ათავსებენ. ეს ყველაფერი არის სამართალდარღვევა, კანონით აკრძალული ქმედება და ყველას მოვუწოდებ, რომ კანონის დარღვევებისგან თავი შეიკავონ“, – აღნიშნა გორდულაძემ.