ქართულ ენაზე ამეტყველებული მურატ ილდირიმი ბათუმში – რას მოუწოდებს მსახიობი საზოგადოებას? (ვიდეო)
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად განკუთვნილ სოციალურ კლიპს ავრცელებს.
გამოჯანმრთელებულ ბავშვებთან ერთად, ვიდეო რგოლში ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი მონაწილეობს. ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი საზოგადოებას ქართულ ენაზე მოუწოდეს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარონ: „თქვენი დახმარებით ჩვენ დავამარცხებთ ლეიკემიას. შემოგვიერთდით“. კლიპის რეჟისორი გიორგი ოვაშვილია.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7-EAOmleFyc” width=”560″ height=”315″]