მოსკოვის ოლქში ძლიერი ხანძარია – ცეცხლი სავარაუდოდ, რკინიგზის დეპოს გაუჩნდა

მოსკოვის ოლქში, რკინიგზის დეპოში ძლიერი ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება.

„იწვის ქალაქ ზელენოგრადის მახლობლად მდებარე ალაბუშევოს დეპო. კვამლი და ცეცხლი მეზობელი დასახლებული პუნქტებიდან ჩანს – იქაური მცხოვრებლები წვის შედეგად წარმოქმნილ სუნზე ჩივიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები