ელისო ბოლქვაძე – ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: ეს არის ტრაგედია, არც კი ვიცი რა ვთქვა, ამ თავდასხმებმა ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

ეს არის ტრაგედია, არც კი ვიცი რა ვთქვა. ამ თავდასხმებმა ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ის ფაშისტური თავდასხმები, რაც იყო ჩემს კოლეგაზე დავით მათიკაშვილზე და ჩემზე პირადად, არის წარმოუდგენელი ბულინგი, – ასე გამოეხმაურა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტს გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„როდესაც ფესტივალს ვხსნი იტალიაში, ადამიანები მე როგორც პიანისტს ელისო ბოლქვაძეს ტაშს მიკრავენ და უხარიათ ჩემი დანახვა, ამ დროს ქართველები საფრანგეთში მხვდებიან და მაბულინგებენ, ეს ყველას არ შეუძლია. აი შედეგიც მივიღეთ.

ეს უნდა დამთავრდეს, ეს არის წარმოუდგენელი რამ. სამწუხაროდ ქვეყანას არ ჰყავს ოპოზიცია, ამას არ ჰქვია ოპოზიცია. ეს არის ფაშისტური მეთოდებით ჩამოყალიბებული რაღაც სისტემა, რომელიც საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი აღარ არსებობდნენ და ქვეყანას ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები