თეა წულუკიანი: არ მგონია ვინმეს აქვს უფლება საქართველოს უსაყვედუროს, რომ ისიც ცდილობს თავისი ქვეყანა მართოს მაქსიმალურად ისე, როგორც ეს მის სუვერენულ ინტერესშია

საფრანგეთში დღეს პრეზიდენტმა, პრემიერ – მინისტრობის კანდიდატად დაასახელა ადამიანი, რომელსაც მხოლოდ წარმატებები შეიძლება ვუსურვო. ისე, რომ ის კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანება ვინც რეალური და ქმედითი მონაწილეობა მიიღო ხალხის ხმების მობილიზებასა და გამარჯვებაში კმაყოფილი არ არის და თვლის, რომ ეს არჩევნების შედეგები ვიღაცამ მოიპარა, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩემი საქმე არ არის უცხო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შეფასება, მე უბრალოდ ვამბობ ფაქტს, როდესაც ეს ხდება ასეთ დროს არ მგონია ვინმეს აქვს უფლება საქართველოს უსაყვედუროს, რომ ისიც ცდილობს თავისი ქვეყანა მართოს მაქსიმალურად ისე, როგორც ეს მის სუვერენულ ინტერესშია,მაგრამ ამას აქვს სერიოზული უკმაყოფილება და ნეგატიური გამოხმაურება.

საქართველოს ისევე, როგორც ყველა დიდ ქვეყანას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი წესრიგი. შიდა და გარე დღის წესრიგი. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ჩვენვე ჩამოვაყალიბოთ როგორც შიდა, ასევე გარე დღის წესრიგი, ამის შემდეგ შევხედოთ ჩვენს მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, გულშემატკივრებს რა დღის წესრიგი აქვთ და იქ სადაც ვიპოვით გადაკვეთის წერტილებს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და თუ ვერ ვიპოვით, ვეცადოთ, რომ ეს გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ და მაინც ვითანამშრომლოთ“, – აღნიშნა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები