“ამ ხალხს ევროპა რომ ნდომებოდა, ერთ-ერთ კანონს მაინც დაუჭერდა მხარს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროპასთან დაახლოების გზაზე მიიღო” – ქადაგიშვილი

“ამ ხალხს ევროპა რომ ნდომებოდა, ერთ-ერთ კანონს მაინც დაუჭერდა მხარს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროპასთან დაახლოების გზაზე მიიღო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა  “დღის ქრონიკაში”, ოპოზიციაზე საუბრისას  განაცხადა.

“ამ ადამიანებმა რაც 9 წლის განმავლობაში ფიზიკურად გააკეთეს, ბოლო 12 წლის განმავლობაში კი გასაგები მიზეზების გამო, სახელმწიფო ბერკეტების გამოყენების საშუალება არ ჰქონდათ, პროპაგანდით, ბულინგით მოახერხეს ადამიანებზე ფსიქოლოგიური შეტევის განხორციელება. ამიტომ, საუბარია საზოგადოებაზე, საზოგადოების განგსა და მიუღებლობაზე. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს, რომ ევროპაც მათ ხელში არის საჯილდაო ქვა და ამას ევროპასთან არაფერი საერთო არ აქვს. ამ ხალხს ევროპა რომ ნდომებოდა, ერთ-ერთ კანონს მაინც დაუჭერდა მხარს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროპასთან დაახლოების გზაზე მიიღო და საქართველომ კანდიდატის სტატუსი ასეთი განვლილი პოლიტიკური გზის შედეგად მოიპოვა. ერთი კანონისთვის არ დაუჭერიათ მხარი! პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სადაც ხელი მიუწვდებოდათ, სულ ბოიკოტზე იყვნენ გადასული – უცხოეთში, თუ ქვეყნის შიგნით. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?! არც ერთი პოლიტიკური პროცესი არ ყოფილა საქართველოში, სადაც რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები ქვეყნის საწინააღმდეგო პოლიტიკას არ ატარებდნენ”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები