მისივე თქმით, სამართლიანობის კანონზომიერებას გასცდა უკვე და უპირობო აუცილებლობად იქცა, “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც ბოროტების პარტიის გასამართლება.
“გუშინ გააკეთა პრემიერმა ეს განცხადება და დღეს, ნაც-მოძრაობის  ნაძირალა წარმომადგენელმა ადამიანი იმსხვერპლა!
სამართლიანობის კანონზომიერებას გასცდა უკვე და უპირობო აუცილებლობად იქცა, ნაციონალური მოძრაობის, როგორც ბოროტების პარტიის
გასამართლება.
ხელისუფლებაში იყვნენ და იარაღით კლავდნენ, ოპოზიციაში არიან და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ბულინგით აუბედურებენ ადამიანებს.
ნაციონალური მოძრაობა ბოროტების პარტიაა, მკვლელების იარლიყია მათი სავიზიტო ბარათი და დამშვიდება არ უწერია  ჩვენ საზოგადოებას, სანამ ეს პარტია იქნება პოლიტიკაში.
როგორც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი აღიგავა პირისაგან მიწისა გერმანიაში, ასევე უნდა გაქრეს და გადაშენდეს ეს ბოროტების სექტა
საქართველოში!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.