“ყველა სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობს, თავი დააღწიოს იმ ქმედების შედეგს, რასაც ჰქვია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის მხარის არდაჭერა” – მდინარაძე

“ყველა სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობს, თავი დააღწიოს იმ ქმედების შედეგს, რასაც ჰქვია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის მხარის არდაჭერა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.

“რეალურად მთელ ამ აგენტურას, ამ კანონთან დაკავშირებით ერთი ცუდი რამ სჭირს – მათ რომ მხარი დაეჭირათ, სერიოზულად მოხვდებოდათ პატრონებისგან; როცა არ უჭერენ მხარს, სერიოზულად ხვდებათ არჩევნებზე, საზოგადოებისგან. აქ არიან გაჭედილები. შესაბამისად, მთელი ეს ნარატივი სულ ყალბია. რეალურად ყველა მათგანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერმა, აგენტურული ოპოზიციის მთელმა შემადგენლობამ მხარი არ დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობას, ისევე როგორც, წინასწარ ვიცით, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც არ დაუჭერენ მხარს. ამის გამო, ქართული საზოგადოებისგან, მათ შორის, ამისთვის ვითხოვთ ლეგიტიმაციას, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ის „თანამედროვე“, „ტრენდული“ დაავადება, პროპაგანდა, არაფერი რომ აქვს საერთო უფლებების დაცვასთან, რომელსაც შეუძლია სულ ორ-სამ თაობაში მოახერხოს ის, რომელიც ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში ვერ მოახერხა”, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები