“ჩვენი მხრიდან გადადგმულია მაქსიმალური ნაბიჯი, რომ პატიმრების რესოციალიზაციას შევუწყოთ ხელი” – მაჭარაშვილი
“6 000-მდე პატიმარს შეეხება ეს ჰუმანური აქტი. ბუნებრივია, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ამნისტიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
“ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმულია მაქსიმალური ნაბიჯი, რომ პატიმრების რესოციალიზაციას შევუწყოთ ხელი. ჩვენ გვაქვს ბალანსის პრინციპი, არ შეიძლება მასობრივად მოახდინო პატიმრების გამოშვება, რომ მერე კრიმინალის რიცხვმა იმატოს. ეს ყველა ქვეყანაში ასეა და ამიტომ ამას ძალიან კარგად ხვდებიან პატიმრების მშობლები და თავად პატიმრებიც.
ის, რომ იურიდიულ საკითხთან კომიტეტზე მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია იყო, ერთი მხრივ კარგია, რომ ერთი პარტია მაინც იყო და მეორეს მხრივ ცუდია, რომ დანარჩენებს საერთოდ არ აინტერესებთ საქართველო და პატიმრები. ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ოპოზიცია არ წარმოადგენს ხალხის ნებას, ის წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.