გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის დღის წესრიგია წყალწაღებული ნარატივი, რომ „ქართულ ოცნებასა“ და საპატრიარქოს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს

,,ქართული საზოგადოება პოლიტიკასაც სწორად ირჩევს და რწმენასაც სწორად იღებს. შესაბამისად, განუყოფელია ის ფაქტი, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ,,პირველ არხს” განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოება ირჩევს მშვიდობას და რწმენას.

„ოპოზიციის დღის წესრიგია წყალწაღებული ნარატივი, რომ „ქართულ ოცნებასა“ და საპატრიარქოს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს. საზოგადოება ირჩევს მშვიდობას და რწმენას, ოპოზიცია კი, ომს და ლგბტ პროპაგანდას. ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდით ვერ შევა ქართულ საზოგადოებაში, რადგან ის არის მართლმადიდებლური საზოგადოება და ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები