მამუკა მდინარაძე: მადლობას გადავუხდი საპატრიარქოს, უწმინდესს იმისთვის, რომ ჩვენ ისტორიული შედეგი შეიძლება დავდოთ, როდესაც კონსტიტუციაში შევიტანთ ცვლილებას, სადაც ეკლესიის როლი კიდევ უფრო გამყარდება
მადლობას გადავუხდი საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს, უწმინდესს იმისთვის, რომ ჩვენ ისტორიული შედეგი შეიძლება დავდოთ, როდესაც კონსტიტუციაში შევიტანთ ცვლილებას, სადაც ეკლესიის როლი და მართლმადიდებელი ქრისტიანობის როლი კიდევ უფრო გამყარდება, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
„ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს სხვა, ცალკე აღებულ უპირატეს სიკეთეებთან ერთად, ქართული კულტურას, იდენტობას და დიახ, მთავარი სლოგანი ღირსებით, ეროვნული იდენტობის მყარი შენარჩუნებით ევროპაში. ეს არის ჩვენი ძირითადი გზავნილი ქართული და არა მხოლოდ ქართული საზოგადოების მიმართ. ქართველი არასდროს შეეგუება იმას, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღებოდეს გარედან. ამიერიდან გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებენ საქართველოში და ყველა შეეგუოს ამას, ამ მოცემულობას და აგენტების ნამართი საქართველო აღარასდროს გვექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.