„სამართალმა იზეიმა და პარალიმპიური ოქრო ჩვენია!” – მდინარაძე
„ბოლო რამდენიმე საათი უმძიმესი იყო, ცდილობდნენ, გასაჩივრებით გაეუქმებინათ რეკორდიც და პირველი ადგილიც, თუმცა, ჩვენების ბრძოლა (აქაც) წარმატებით დასრულდა, სამართალმა იზეიმა და პარალიმპიური ოქრო ჩვენია! “, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და მოროკოს და ირანის დელეგაციების მიერ გიგა ოჩხიკიძის შედეგების გასაჩივრებას ეხმაურება.
„ვულოცავ გიგა ოჩხიკიძეს და საქართველოს!“, – წერს მდინარაძე.